საგამოძიებოს სტატისტიკით, არცერთი შეტყობინება დაზიანებების შესახებ სასამართლოს მხრიდან არ არის დაფიქსირებული | ქურდოვანიძე

გამოქვეყნდა:

"მოსამართლეებს ის თუ არ შეუძლიათ, დაკავებულების საქმეები ობიექტურად განსაჯონ, ის მაინც გააკეთონ, რომ ნაცემი და ნაწამები დაკავებულები რომ მიჰყავთ მასთან დარბაზში, ამის შესახებ აცნობონ საგამოძიებო ორგანოებს. 
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა გუშინ სტატისტიკა და არცერთი შეტყობინება დაზიანებების შესახებ სასამართლოს მხრიდან არ არის დაფიქსირებული. 
წამებაზე დროული რეაგირებისა და პრევენციისათვის აქვს მოსამართლეს ვალდებულება, რომ ჯეროვანი
რეაგირება მოახდინონ, როდესაც პირს ემჩნევა არასათანადო
მოპყრობის კვალი და მოსამართლეს, წარმოექმნა ან უნდა წარმოქმნოდა ეჭვი, რომ
პირი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას."

წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი