მიიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება და საქმეში შეიტანეთ თქვენი წვლილი, ამ საქმეს ჰქვია სამშობლოს გადარჩენა | ნიკა გვარამია მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

მოსამართლე ნიკა გვარამიას საქმეზე, გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. იქამდე კი პროცესზე სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა და მოსამართლეს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა:

"თუ შეიძლება დამანახეთ კადრები, სადაც მე ვეუბნები პოლიციელს წესიერად დამელაპარაკე, შეურაცხყოფას ნუ მაყენებ, თქვენობით მელაპარაკე. დიდი ბოდიში დაუსრულებელი სერიით გინების, ყველა მიიღებს იმას, რასაც მიიღებს...არ არსებობდა არანაირი ფიზიკური ზეწოლა, გინება იყო პასუხი... შევახსენებ ყველას, ოქმის გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმის ცოდნა, რომ ოქმი გაყალბებულია და მიგაქვს მტკიცებულება, რომ ადამიანს უკანონოდ შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა, არის ორჯერ უფრო მეტად სისხლის სამართლის დანაშაული...მიიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება და საქმეში შეიტანეთ თქვენი წვლილი, ამ საქმეს ჰქვია სამშობლოს გადარჩენა" მიმართა სასამართლოსა და შსს-ს წარმომადგენლებს ნიკა გვარამიამ.

შსს ნიკა გვარამიასთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.  

ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი