მოსამართლეს უნდოდა ოთხის ნახევრამდე გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული იქნებოდა გაეთავისუფლებინა ნიკა გვარამია | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

სასამართლოში აღმოვაჩინეთ, რომ დღეს, დაკავებიდან ორი დღის შემდეგ შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი და გადმოგვეცა სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე - ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ მოსამართლე დარბაზი დღეს წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებით გამოვიდა:

"ისეთ ქმედებებს ვუყურებთ რუსული ომონისგან არ შეიძლება რომ რაიმე სხვა მოლოდინი გქონდეს. დღესაც ზუსტად ვიცოდი, რომ რეალურად არ დაინტერესდებოდა სასამართლო რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, რამ გამოიწვია სიტუაციის დაძაბვა, ის, რომ ნიკა გვარამია მისული იყო საკუთარი პარტიის ოფისი ჩხრეკაზე და სრული უფლება ჰქონდა, რომ ამ ჩხრეკის  პროცესში მიეღო მონაწილეობა, მოითხოვა ამ უფლების რეალიზება და იქიდან მიიღო უარი , მათ შორის, შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის მხრიდან და ბუნებრივია, საპასუხო რეაგირება ამას მოჰყვა, მაგრამ, ცხადია, რომ სასამართლოს ეს არ აინტერესებდა. ზუსტად ვიცოდი, რომ დღეს მოგვიწევდა სპექტაკლში მონაწილეობა იმიტომ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ სხდომაზე ადვოკატი რა არგუმენტებს წარადგენს, ყველაფერი არის წინასწარ გარკვეული. მოსამართლე დარბაზში შემოდის იმისთვის, რომ გააჟღეროს მისი პირით პოლიტიკურმა ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასე მოხდა დღესაც, გვყავდა ომონის ფორმაში ორი ახალგაზრდა, მოსამართლის როლი ჰქონდა მორგებული კობა ჩაგუნავას და ჩვენც გვიწევდა დაცვის როლში იქ ყოფნა, თუმცა არანაირი შინაარსი ამ პროცესს არ ჰქონია. უამრავი დარღვევა იყო საქმეში. 

მოსამართლემ განგვისაზღვრა დრო პოზიციის დაფიქსირებისთვის მხოლოდ 5 წთ, კითხვების დასმის დროს გვეუბნებოდა, რომ ორი კითხვა არ დასვა, 1  დასვი. სრულიად ცხადი იყო, რომ მას არაფერი არ აინტერესებდა, მას უნდოდა ერთადერთი რამ, რომ ოთხის ნახევრამდე მოესწრო გადაწყვეტილების გამოცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იძულებული იქნებოდა გაეთავისუფლებინა გვარამია და მერე გაეგრძელებინა სასამართლოს სხდომა" აღნიშნა საძაგლიშვილმა "დღის სტუმრის" ეთერში.

შეგახსენებთ, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი