თბილისის საქალაქო სასამართლომ, 18 წლის საბა ჯიქია, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა ჯიქიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარემ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღეს სასამართლომ პატიმრობაში პროევროპულ აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი პირი, ანზორ კვარაცხელიაც დატოვა.