"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ქუთაისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ლ.ჯ-ს სასამართლო პროცესზე წერს და აღნიშნავს, რომ ადვოკატებს მასთან კონფიდენციალური შეხვედრის უფლება არ მიეცათ, რითაც არასრულწლოვნის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლება დაირღვა.
"როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის ქუთაისში დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი. PHR-ის ადვოკატები უკვე ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ მათ 17 წლის ლ.ჯ-სთან ცალკე, კონფიდენციალურად შეხვედრის საშუალება არ მიეცათ, რითაც დაირღვა არასრულწლოვნის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლება," - წერს PHR-ი.
17 წლის არასრულწლოვანი ლ.ჯ პოლიციამ 5 დეკემბერს, ქუთაისში გამართულ აქციაზე დააკავა. მან დაკავების მომენტში გონება დაკარგა.