გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 31-ია; დადასტურებული შემთხვევები კი რეკორდულად - 298-ით გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 148 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 25 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონი.