კოალიცია "ძლიერი საქართელოს" წევრს, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატმა სარჩელი ცოტა ხნის წინ შეიტანა.
როგორც მან აღნიშნა, ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიება პოლიტიკური ნიშნით შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა.
ალეკო ელისაშვილი „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ივანიშვილის შსს ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.