თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ბექა ყორშიას სასამართლო პროცესი დაიწყო. ბექა ყორშიას ბრალდების მხარე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
ბექა ყორშია 6-7 დეკემბერს ღამით დააკავეს. ადვოკატის თქმით, მასზე ავტომობილში ფიზიკურად იძალადეს.
ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ამის შესახებ ადვოკატისთვის არ უცნობებიათ.