შაქარაშვილის საქმეს, სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

გამოქვეყნდა:

დღეს გახდება ცნობილი, განიხილავს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ახალგაზრდა ფეხბურთელის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდს. 

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საქმის ნაფიც მსაჯულთა გადაცემაზე უარს იტყვიან, რადგან მათ ნდობას ვერ უცხადებენ და დაკავებულები საკუთარ პოზიციას სასამართლო პროცესზე დააფიქსირებენ.

ვფიქრობთ, რომ სასამათლო უფრო კომპეტენტურად განიხილავს საქმეს, ვიდრე ნაფიცი მსაჯულები, რადგან საქმეში არანაირი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება არ არსებობს, - ამბობს არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე. 

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.

მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს -  ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი