ივანიშვილის სასამართლომ აქციაზე დაკავებულ და ნაცემ ახალგაზრდებს 2 200 და 2 000 ლარიანი ჯარიმები დააკისრა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული და ნაცემი ახალგაზრდების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. საბა ჭანკვეტაძეს მოსამართლემ 2200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ის წვრილმანნი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. დაკავების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჭანკვეტაძეს ნეკნი და ცხვირი აქვს გატეხილი.

"დამაკავეს სპეცრაზმის თანამშრომლებმა, ზიანი არ მომაყენეს სანამ არ ჩავჯექი მინივენში, მინივენში ჩაჯდომის შემდეგ ფიზიკურად გამისწორდნენ, შემდეგ გადამიყვანეს განყოფილებაში, მერე კი იზოლატორში 2 დღით. კონკრეტულად არანაირი ზიანი არ მიმიყენებია თანამშრომლების მიმართ. მაბრალებენ რომ პირადად ვაგინე, ქვა ვესროლე, მაბრალებენ ასევე დაუმორჩილებლობას." - აცხადებს საბა ჭანკვეტაძე.

ივანიშვილის პოლიციის მხრიდან სასტიკ ანგარიშსწორებაზე საუბრობს ლუკა კოტიაშვილიც. მას თავისა და სახის არეში იმდენად მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რომ კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. კოტიაშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი