მოსამართლეები დაკავებულებს ეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ როგორ სცემეს | ვინ არიან რეჟიმის დაკვეთის შემსრულებლები?

გამოქვეყნდა:

ნაცემი მოქალაქეების უმეტესობა უკვე გაასამართლეს, მაგრამ არცერთი მათგანის ისტორია სასამართლო დარბაზში არ გაჟღერებულა. მოსამართლეები ნაწამებ მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ როგორ სცემეს. დაკავებული 460-ზე მეტი აქციის მონაწილიდან სასამართლოს არც ერთი გაუმართლებია, არც ისინი ვისაც ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები მოსამართლეებმა ლელა მილდენბერგერმა, ზვიად ცეკვავამ, ლელა ცაგარეიშვილმა, კობა ჩაგუნავამ, ნინო ენუქიძემ და მანუჩარ ცაცუამ განიხილეს. ეს სიაც და მათ მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქეების საქმეებიც მალე პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

სასამართლო პროცესი სადამსჯელო სქემის ბოლო ეტაპია. სამაგალითო დასჯა დაკავების მომენტიდან იწყება და იზოლატორებში გრძელდება.

48 საათის შემდეგ კი იწყება სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლეები არ ითვალისწინებენ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის არც ვიდეოკადრებს, ეყრდნობიან მხოლოდ იმ პოლიციელების ცრუ ჩვენებებს, რომლებიც ხშირად დაკავებაში მონაწილეობასაც კი არ იღებდნენ, რატომღაც არ არსებობს არც სამხრე კამერების ჩანაწერები, ხდება ისეც, რომ პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ 6 მოსამართლიდან არც ერთს ეს საფუძველს არ აძლევს, რომ უკანონოდ დაკავებული და ნაცემი მოქალაქეები უდანაშაულოდ ცნოს.

სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგად მესამე სექტორი ფიქრობს, რომ ექვსივე მოსამართლე უბრალოდ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, მათი ერთადერთი მიზანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯაა, ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დაკავებული 500-მდე მოქალაქიდან არც ერთი გაუმართლებიათ.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი