პოლიციელი, რომელიც განყოფილებაში ვნახე, იტყუებოდა, რომ დაკავებისას ვაგინე, ვეძახე მონა, რუსი და ა.შ | ჩახუნაშვილი

გამოქვეყნდა:

მორიგი ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებით მიღებული გადაწყვეტილება - ექიმი პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი მისი დაკავებისა და მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ ჩვენება სასამართლოზე დღეს ისეთმა სამართალდამცველმა მისცა, რომელიც მის დაკავებას არ ესწრებოდა:

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მედავებოდნენ პოლიციელის შეურაცხყოფას. მე თავიდან მეგონა, რომ როდესაც სახლში მოვიდნენ უწყების ჩასაბარებლად, იმ ეპიზოდზე ჰქონდათ პრეტენზია, თუმცა დღეს გავარკვიეთ, რომ დაკავების მომენტში მიმიყენებია შეურაცხყოფა, რაც არ ყოფილა.

უწყების ჩასაბარებლად მოვედითო, რომელიც იდეაში წინა დღეს მქონდა ჩაბარებული და მოვაწერე ხელი, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან გამოვცხადდებოდი გამოკითხვაზე მოწმის სახით და შესაბამისად, მეორე დღეს, რომ ეს ადამიანები მოსულიყვნენ და ჩემთან ჩაებარებინათ უწყება, ამის საფუძველი არ არსებობდა. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც საერთოდ არ იმყოფებოდა იქ და განყოფილებაში ვნახე, იტყუებოდა, რომ მე მას ვაგინე, ვეძახე მონა, რუსი და ა.შ. ისე ლაპარაკობდა, თითქოს მართალი ადამიანი იყო, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ რაც დაავალეს ზევიდან, ის სიტყვები ამოიძახა." ამბობს ჩახუნაშვილი "დღის სტუმარში"

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი ოლიგარქის სასამართლომ ცოტა ხნის წინ,  2 500 ლარით დააჯარიმა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი