რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა. მას 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფას ედავებიან. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. გიორგი ოკმელაშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო 10 იანვრამდე გადაიდო. სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან გიორგი ოკმელაშვილის მხარდამჭერები და მეგობრები იყვნენ შეკრებილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი