თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტის მინდია გაბაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის საგამოძიებო უწყებამ ჯგუფური ძალადობის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიბარა, თუმცა მან გამოკითხვა სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა
მინდია გაბაძე დღეს არის დაბარებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც, 6 დეკემბერს მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე. მინდია გაბაძეს საპროტესტო აქციის გაშუქებისას პროფესიული მოვალეობის შესეულების დროს უცნობი პირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა.
"არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმე პასუხისგებაში მიეცემა, მაგრამ მე ჩემი მხრიდან ღია ვარ გამოძიებისთვის," - აცხადებს მინდია გაბაძე.