ღამის კლუბ „ბასიანში“ 2020 წლის 12 იანვარს, ღამით მომხდარი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ბ.ჩ-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შუფარდა. თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შეგახსენებთ, რომ ბ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა მკვლელობის მცდელობა ხულიგნობის მუხლით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
შეგახსენებთ, 2020 წლის 12 იანვარს, ღამის საათებში, სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებული არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესს და „ბასიანის“ ტერიტორიაზე შეიჭრა.
ის ითხოვდა კარის გახსნას, რის გამოც, სანადირო თოფიდან 15-ჯერ გაისროლა, რის შედეგადაც, კლუბის პერსონალი დაიჭრა.