მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

36 წლის ბექა მინდორაშვილს, რომელსაც მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ლაშა ამირეზაშვილს ხელი კრა.

სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, მინდორაშვილი საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა, ის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობისთვის და ადამიანების დაჭრისთვის. პროკურორის ცნობითვე, ის ორჯერ დაესხა თავს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს.

ბექა მინდორაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ფოტო: IPN]

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი