ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, 28 სექტემბერს რეგიონში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, პაციენტი 58 წლის კაცი იყო და ის გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა.

უწყება აცხადებს, რომ პაციენტი საავადმყოფოში 9 სექტემბერს მოათავსეს, მას მძიმე სუნთქვის უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. ის თავდაპირველად სახლში მკრუნალობდა, ხოლო მდგომარეობის გაუარესების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დე ფაქტო ჯანდაცვის შტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 96 მოქალაქეს ჩაუტარდა, მათგან 20-ს ვირუსი დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 114 ადამიანი იმყოფება, საიდანაც 106 პაციენტი დადასტურებული დიაგნოზითაა, 14 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 27 საშუალო სიმძიმის, 9 პაციენტი კი გაეწერა.

ჯამში აფხაზეთში ვირუსის 1 352 შემთხვევაა დადასტურებული, 434 გამოჯანმრთელებულია, 10 გარდაცვლილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი