" აღენიშნება სისხლნაჟღენთის სახით დაზიანება" | ადვოკატის ინფორმაციით, ვატო ბჟალავას პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ

გამოქვეყნდა:

 

"რონდელის ფონდის" მკვლევარს ვატო ბჟალავას, რომელიც ოლიგარქის პოლიციამ გუშინ დედაქალაქის ცენტრიდან გაიტაცა, დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ახლა დიღმის დროებით მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

ადვოკატის ინფორმაციით ის ნაცემია და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნება. ვატო ბჟალავა გუშინ იმ დროს აიყვანეს, როცა სახლთან ძაღლს ასეირნებდა. ძაღლი კი ხეზე მიბმული დატოვეს. როგორც ირკვევა, მას არც დარეკვის და არც ძაღლის სახლში აყვანის უფლება არ მისცეს. ვატო ბჟალავას ახლობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ბჟალავას პოლიციისადმი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. წინა დღეს ის თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე მოწმის სტატუსით გამოჰკითხეს.

"ერთ-ერთი პოლიციელი შევიდა მასთან ოთახში და მოითხოვდა ტელეფონზე პაროლის მოხსნას და ასევე ეუბნებოდა, რომ ეღიარებინა, თუ რომელი დაჯგუფების წევრი იყო. ვატომ უპასუხა, რომ არანაირი დაჯგუფების წევრი არ იყო და არც პაროლს მისცემდა. რის შემდეგაც ეს ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, სახეში სილა გაარტყა ორჯერ და წვივის არეში ფეხი ჩაარტყა და აღენიშნება სისხლნაჟღენთის სახით დაზიანება." - აცხადებს ვატო ბჟალავას ადვოკატი გიორგი ტაბატაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი