ოლიგარქის სასამართლომ ფოტოგრაფ ლუკა ღვინიაშვილს 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ ფოტოგრაფ ლუკა ღვინიაშვილს 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

"მისი დაკავების მიზეზი იყო მისი ჟურნალისტური საქმიანობა. ლუკა არის ფოტოგრაფი, ის კონტრაქტებს აფორმებს სხვადასხვა მედიასაშუალებებთან. ამ ეტაპზე მას კონტრაქტი აქვს გაფორმებული ერთ-ერთ უცხოურ მედიასაშუალებასთან, იღებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და აწვდის ამ მედიას ფოტოებს. ზუსტად ამიტომ მოხდა ზუკას მიმართ თვალთვალი და ადევნება. 

როგორც ირკვევა, მას დასდევდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში. როცა მოხდა შემთხვევა, არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ იმისა, რომ ესენი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. გაეკიდნენ ლუკას, არ უთხრეს რომ იყვნენ პოლიციიდან... მაშინ, როდესაც წინა დღეებში ვნახეთ მედიაში, რომ სამოქალაქო პირები დევნიდნენ და სცემდნენ ჟურნალისტებს... ლუკა მივიდა საპატრულო პოლიციის მანქანასთან და პოლიციას ეუბნებოდა, რომ მიშველეთო",  - აცხადებს ლუკა ღვინიაშვილის ადვოკატი ეკა კობესაშვილი. უფლებადამცველი კომენტარს "ფორმულა" ავრცელებს.

12 დეკემბერს, ლუკა ღვინიაშვილი, თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე დააკავეს და ამჟამად ის დიღმის იზოლატორშია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი