მოსამართლე ცაცუამ, ექიმი არ ვარო და 8 დღით გაუშვა ადამიანი იზოლატორში, რომელსაც ცემისგან 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული | სიჭინავა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 8 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა ნაცემი მოქალაქე, რომელსაც 3 ნეკნი ჰქონდა გატეხილი - ინფორმაციას "გახარია საქართველოს" წევრი ბერდია სიჭინავა ავრცელებს. მისი ცნობით, ნაცემი პირი მათი თანაგუნდელია: 

"მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ (ოროსანი იურისპრუდენციაში) ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის საქმის განხილვისას, როცა ვითხოვდით მისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარებას, რადგან ძალიან ნაცემი იყო, მე ექიმი არ ვარო და 8 დღით გაუშვა ადამიანი იზოლატორში…
დღეს, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ ცემისგან 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული…
ჩამტვრეული ნეკნებით ადამიანს 8 დღე საკანში ნარზე წოლაში გაატარებინეს…" წერს სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი