რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის გოგო გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ძაღლთან ერთად იყო და შეჯახების შედეგად ის ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წალმდე პატიმრობით ისჯება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი