საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებაში პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას. ითხოვს. სასამართლო 2 საათზეა ჩანიშნული.
ალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდეს. ის „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს.
ივანიშვილის შსს ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ივანიშვილის შსს ელისაშვილს "ოცნების" წევრ ალი ბაბაევზე თავდასხმას ედავება.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურამ იგივე მოთხოვნით მიმართა სასამართლოს აქციებზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანთან დაკავშირებითაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დღეს უკვე 10 პირი ცნო
სამართალდამრღვევად და 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან, ხოლო ერთს - "დაიტოვეს" წევრს, 5 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა, გზის გადაკეტვის ორგანიზებისთვის.
500 ლარით დაჯარიმებულთა შორისაა, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ნინო კვიტაიშვილი. ასევე ის მოქალაქე, რომელიც საპატრიარქოსთან, რუსთავის სამარშრუტო მიკროავტობუსს ელოდებოდა.
დღეს უნდა გაიმართოს 14 დეკემბერს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ნიკო მანაგაძის პროცესი, ასევე ნიკო ქვაცაბიასა და ნიკო კალანდაძის სასამართლოები. სამივე მათგანს სწორედ დღეს ეწურება პატიმრობის 48 საათიანი ვადა.
ავტორი: მარიამ ელიბაშვილი