"ვეძებ 16 წლის შვილს, იმყოფება სრულწლოვან ბიჭთან ერთად" | ოჯახი 4 დღეა არასრულწლოვან გოგოს ეძებს

გამოქვეყნდა:

ოჯახი უკვე 4 დღეა არასრულწლოვან გოგონას ეძებს. ინფორმაციას 16 წლის მოზარდის დედა, ფეისბუქ ჯგუფში "ვეძებ" ავრცელებს და წერს, რომ მისი შვილი სრულწლოვან ბიჭთან ერთად, სავარაუდოდ იმერეთშია. დედის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც, თუმცა უშედეგოდ: 

"ვეძებ 16 წლის შვილს,იმყოფება სრულწლოვან ბიჭთან ერთად მარტო არ არის,4 დღეა ვეძებ ჩართული მყავს პოლიცია მაგრამ რეაგირება არ არის,ამდენხანს პოლიციის იმედად ვიყავი, ეხლა უკვე ჩემი ძალებით დავიწყე ძებნა,მიშველეთ ხალხნო სადაც დაინახოთ,ან ვინ შეიფარეთ ეს არასრულწლოვანი ბავშვი და არ ფიქრობთ გამწარებულ დედაზე.
გეხვეწებით სადღაც აფარებენ თავს,ოჯახის შექმნის მიზნით არიან მაგრამ ვნახო ჩემი შვილი მეტი ინტერესი არ მაქვს მარტო შვილი ჩავიხუტო ის მინდა.

გოგონა არის გრძელი ცოტა ქერა თმით,არ ჩნდება რადგან ნერვიულობს და ეშინია ჩემი,უთხარით ძალიან გთხოვთ მარტო მნახოს,არ ვამბობ არაფერს დედი,ხო იცი შვილო ჩემი ნერვიულობა,ხომ იცი უშენოდ არ შემიძლია შვილო,შენს ვიდეოებს ვუყურებ დედი მაგრამ არ მკმარა.

მიაქციეთ ყურადღება ხალხნო,იკითხეთ ახლობლებში ვინმეს თქვენიანს ხომ არ ყავს შეფარებული,არავისზე არაფერს ვამბობ არც მასზე ვისაც შეფარებული ყავს, ოღონდ შვილი ვნახო,ფეხდაფეხ დავდივარ,ძალა აღარ მაქვს უკვე ცუდად ვარ,ძირითადად იმერეთის მხარეშია ეს ჩემი ვარაუდია.
დამიკავშირდით ნახვის შემთხვევაში მითითებულ ნომერზე და დიდი თხოვნა მაქვს კომენტარებს ნუ დამიწერთ ისეთს რაც უარესად ცუდად გამხდის.
595 09 56 30
595 09 56 30" წერს დაკარგულის დედა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი