ივანიშვილის სასამართლომ დღეს სამართალდამრღვევად ცნო პირი, რომელიც ადვოკატის განცხადებით, საპროტესტო აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ლევან მამულაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.
უფლებადამცველის თქმით, მამულაშვილი დაკავებულ მეგობარს ეძებდა, რა დროსაც პოლიციელებმა მიუთითეს რა მიმართულებით ემოძრავა, შემდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა.
"ლევან მამულაშვილის პროცესი მქონდა, რომელსაც ედავებოდნენ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. პიროვნება საერთოდ არ იმყოფებოდა ამ შემთხვევაში აქციაზე, იგი დაკავებულ მეგობარს ეძებდა და მანქანით გადაადგილდებოდა, პირიქით სამართალდამცავებმა მიუთითეს, რომ ამ მიმართულებით წასულიყო, რა მიმართულებითაც მან გააგრძელა მოძრაობა და სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა, გადმოათრიეს პირდაპირი მნიშვნელობით და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის მეგობარს. ცხვირის ძვალიც კი ჰქონდა გატეხილი, მრავალმხრივი დაზიანებები მიიღო და ამის შემდეგ უკვე შეუდგინეს ოქმი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით.
სასამართლომ ამ შემთხვევაში გაითვალისწინა, ჩვენ მოწმეებიც გვყავდა მიყვანილი, მოწმეთა ჩვენება გაითვალისწინა, ჩვენი ახსნა-განმარტებები გაითვალისწინა და ამ შემთხვევაში, ცნო სამართალდამრღვევად, თუმცა სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოუცხადა," - განაცხადა ადვოკატმა.