სტრასბურგმა რუსეთი გაამტყუნა საქმეზე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილების ქონებასა და მის გამოყენებას ეხება

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე "ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოიტანა და რუსეთი გაამტყუნა.

კერძოდ, პრესრელიზის თანახმად, საქმე ეხებოდა იმ უძრავ ქონებას, რომლებიც მომჩივნებს აფხაზეთში დარჩათ ან არ შეუძლიათ გამოყენება მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დაიწყო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ დაირღვა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №1 ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების დაცვა) და კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება).

"სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთი იყო ტერიტორია, რომელსაც რუსეთი დე ფაქტო აკონტროლებდა. მან, კერძოდ, დაადგინა, რომ განმცხადებლებს [მომჩივნებს] ჰქონდათ სახლები აფხაზეთში. თუმცა, მათ არ ჰქონიათ ხელმისაწვდომი ეფექტური საშუალებები არც საქართველოში და არც რუსეთში, რათა უზრუნველყოთ ამ საკუთრებაზე წვდომა. რუსეთის მიერ ტერიტორიის კონტროლის გამო, ასევე მისი მხრიდან ძალისხმევის ნაკლებობის გამო, დაეცვა საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს დააკისრა საკუთრების უფლებების დარღვევის განგრძობად შემთხვევებზე. სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 2-მა რუსმა: გალინა ტაგანოვამ და ტარიელ ესართიამ და 4-მა ქართველმა: ქეთევან მეხუზლამ, ქსენია სანაიამ, სულიკო დვალმა და მარინა გოგიამ. ისინი 1914-დან 1960 წლების შუალედში დაიბადნენ.

რეგიონში საომარი მოქმედებების გამო, რომელიც 1992 წელს დაიწყო, განმცხადებლების უმეტესობამ აფხაზეთი დატოვა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ. მას შემდეგ განმცხადებლებს არ შეუძლიათ ტერიტორიაზე დაბრუნება. ყველა მომჩივანი აცხადებს, რომ მათ იქ აქვთ სახლები, თუმცა ადგილზე ჩასვლას ვერ ახერხებენ და ვერ სარგებლობენ. რამდენიმე განმცხადებელი დარეგისტრირდა იძულებით გადაადგილებულ პირად საქართველოში", - წერია პრესრელიზში

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი