ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, თბილისში, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ განცხადებას უწყების ვებგვერდზე ვკითხულობთ:

თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების მიერ სრულად ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად დაიწვა ხის მასალების სასაწყობე ფართი და რამდენიმე მაღაზია. იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის გავრცელების შეკავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 29 სექტემბერს, დაახლოებით ღამის 4 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი