ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ ერთი - 33-ე ინფიცირებული გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად - 314-ით გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი.
ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, გარდაცვლილი პაციენტი, 55 წლის ქალი აჭარაში მკურნალობდა. ჰქონდა ბევრი თანხმლები დაავადება და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 25 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი