"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე თავდასხმის საქმეზე ოლიგარქის პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამასთან, ვაშაძეზე თავდასხმა იურისტების შეფასებით კვალიფიცირდება, როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან თავდამსხმელს სახრახნისით მისთვის დაზიანებების მიყენების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.
რუსთაველის გამზირზე აქციაზე ოლიგარქის ტიტუშკა გიორგი ვაშაძეს თავს გუშინ დაესხა. ვაშაძის განცხადებით, ტიტუშკას ხელში სახრახნისი ეჭირა, რომლის ყელში ჩარტყმას ცდილობდა. აქციის მონაწილეებმა ვიდეოს გადაღება და თავდამსხმელის აღბეჭდვა მოახერხეს.