შალვა თადუმაძის საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი - წერს იურისტი დავით ჯანდიერი და განმარტავს რატომ:
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განცხადება შემხვდა იმის შესახებ, რომ აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და გაასაჩივროს მისი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში შეშვების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები.
კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი, რომელიც განამტკიცებს მიმოსვლის თავისუფლებას, არ ანიჭებს უფლებას პირს მოიპოვოს ვიზა, რათა შევიდეს ან დარჩეს მოცემულ სახელმწიფოში და შესაბამისად, გაასაჩივროს ამგვარი უარი (Consorts Demir v. France, 2006, § 23).
უფრო ზოგადადაც, არ არსებობს კონვენციით ან მისი რომელიმე სხვა ოქმით გარანტირებული უფლება უცხოელის შესვლის, ცხოვრების ან დარჩენის კონკრეტულ ქვეყანაში (Makuc and Others v. Slovenia (dec.), 2007, § 210; Yildirim v. რუმინეთი (dec.), 2007).
შესაბამისად, შალვა თადუმაძის საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი Ratione Materiae შეუთავსებლობის, ე.ი. სასამართლოს საგნობრივი კომპეტენციის არქონის საფუძვლით." წერს ჯანდიერი.
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე, რომელიც ლიეტუვის მიერ დასანქცირებულ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირთა სიაშია, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.