ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 35 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 35 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - 25 თავშესაფრის ბინადარია, 10- თანამშრომელი. კიდევ ხუთი ადამიანი ტესტის პასუხს ელოდება.

თავშესაფრის ხელმძღვანელი იოანე ბარამიძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ნაწილი კი – საკარანტინო სივრცეებში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი, გარდაიცვალა 1 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 225 აჭარიდანაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი