2 "ტიტუშკა", რომელიც მეტროში მოქალაქეებს თავს დაესხა, გირაოთი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

2 "ტიტუშკა", რომელიც რუსთაველის მეტროში მოქალაქეებს თავს დაესხა, გირაოთი გაათავისუფლეს. ოლიგარქის მოსამართლე ლევან გელოვანმა მათ 2 000-2 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

16 დეკემბერს შსს-მა ორი პირი დააკავა – ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და პროვოკაციას აწყობდნენ, ისინი მეტროში ახალგაზრდებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამას მოჰყვა ვიდეო, როგორ აგინებენ და ემუქრებიან ისინი მეტროში მყოფ ახალგაზრდებს.

ეს პირები მხოლოდ დემონსტრანტების მოთხოვნის შემდეგ დააკავეს პოლიციელებმა. 

ფოტო:პუბლიკა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი