შსს ზურაბ ჯაფარიძისთვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას ითხოვს | საქალაქოში პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

შსს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ- ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძისთვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას ითხოვს. სანქცირებული გომელაურის სამინისტროს წარმომადგენელმა ეს მოთხოვნა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააყენა, სადაც ჯაფარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

საუბარია 2 დეკემბრის ფაქტზე, როცა ჯაფარიძე რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, თამარაშვილზე დააკავეს და მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან. 

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება აქვს. დაცვის მხარემ მოსამართლეს დღეს განუმარტა, რატომ დადის ჯაფარიძე იარაღით. მისი თქმით, მაშინ, როცა ივანიშვილის ტიტუშკები ჯაფარიძეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ჩაუსაფრდნენ და მისი უსაფრთხოება დაცული არაა, იარაღი მას თავდაცვისთვის სჭირდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი