0 დასჯილი მოძალადე "სამართალდამცველი" | რა მეთოდებით მალავს რეჟიმი ნიღბიანი შავფორმიანების დანაშაულებს?

გამოქვეყნდა:

რაც  უფრო მეტი დრო გადის, სპეცრაზმელების  წინააღმდეგ სულ უფრო მეტი მტკიცებულება ხდება საჯარო. ძალადობის მრავალსაათიანი კადრების ობიექტური გაშიფვრისა და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში,  ნიღბიანი პოლიციელების  ვინაობის დადგენა შესაძლებელია, ამისთვის შესაბამისმა სამსახურებმა გომელაურის უწყებისგან შესაბამისი დოკუმენტები უნდა გამოითხოვონ, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ივანიშვილის შსს-ს დანაყოფების განლაგება და მოქმედების ტრაექტორია, თუმცა ამ დრომდე ეს არავის გაუკეთებია, შესაბამისად პირველი ძალადობიდან 24-ე  დღესაც დაკავებული არავინაა. 

სპეცრაზმელების დანაშაულებზე არ რეაგირებს არც ის სამსახური, რომლის პირდაპირი მოვალეობა  პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა და მათი დასჯაა,  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა   არათუ დასაჯა  ვინმე, ჯერ ერთი სამართალდამცველის იდენტიფიცირებაც კი არ მოუხდენია.  გამოძიების დუმილი  და პოლიციის უმოქმედობა იურისტებს უჩენს ეჭვებს, რომ მოძალადე პოლიციელები ხელმძღვანელების მითითებით მოქმედებდნენ. ისინი  საგანგაშოდ მიიჩნევენ იმ ფაქტსაც,  რომ  აქციის მონაწილეების სასტიკ ცემაში მონაწილე მოძალადეებს ტანისამოსზე არასდროს აქვთ  ამოსაცნობი ნომრები ან სხვა მაიდენტიფიცირებელი  ნიშნები, რაც  სასტიკ დანაშაულებში მონაწილე პირების გამოვლენას  შესაძლებელს გახდიდა.   

რიგითი სპეცრაზმელების  გარდა, იურისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზეც საუბრობენ,  რადგან  მათი  განმარტებით  უკანონო ბრძანებებს სამინისტროს ის მაღალჩინოსნები გასცემენ, რომლებიც აქციებზე  ხშირად არ ჩნდებიან,  თუმცა ძალადობრივ მოვლენებს თვალს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებიდან ადევნებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი