Erasmus+-ის პროგრამის კურსდამთავრებულები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება და ოლიგარქის მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა. მომიტინგეებს განათლების სამინისტროსთან ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი: "ქოცების შვილები დასავლეთში, ჩვენ - რუსეთში?", "განათლება ჩვენი უფლებაა" და სხვა.
პროგრამის ბენეფიციარები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან და ძირითად საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
პარალელურად, თბილისში კიდევ რამდენიმე მარში, მათ შორის ინგლისური ენის სპეციალისტების, ორბორბლიანების და კახელებისა და ქიზიყელების მარშები იმართება.