საბა სხვიტარიძის ადმინისტრაციულ საქმეზე ოლიგარქის მოსამართლე გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, საბა სხვიტარიძის პროცესი დასრულდა. ოლიგარქის მოსამართლე ზვიად ცეკვავა ადმინისტრაციულ საქმეებზე გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს გამოაცხადებს. 

ადვოკატ ბექა კვინიკაძის განმარტებით, დღევანდელი პროცესზე განიხილებოდა ორი ადმინისტრაციული საქმე – სხვიტარიძეს ედავებიან 17 ნოემბერს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვასა და 19 ნოემბერს, 116-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, ცეკვავამ ეს საქმეები გააერთიანა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ჩოჩქოლიდან ერთ-ერთი პოლიციელი გამოვარდა, დამეტაკა და მესვრის ჩანთას. სრულიად გაურკვეველი იყო ჩემთვისაც რა მოხდა, საერთოდ ვერ ვხვდებოდი ეს პოლიციელი ჯერ რატომ დამეტაკა, შემდეგ ჩანთა საიდან ჰქონდა არ ვიცი, ზურგჩანთა მესროლა, ამ სროლას მოჰყვა უკვე უკნიდან დამიჭირა რამდენიმე პოლიციელმა და უკნიდან დაიწყო ჩემი ცემა. […] ეს ადამიანი რომ დამეტაკა და მესროლა ჩანთა, ამ დროს მოვარდა უკვე პოლიცია უკნიდან, მოვარდა რამდენიმე პოლიციელი, რომლებიც უბრალოდ თავში მირტყამდნენ, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ერთადერთი იმას ვყვიროდი, რომ რა გინდათ, გამიშვით, მეტი ვერაფერი ვერ ვიყვირე და უკვე ბოლოს ყელში მახრჩობდა ერთ-ერთი პოლიციელი. კადრებშიც კარგად ჩანს, ვიღაც ეხვეწება, რომ გაუშვით, დაიხრჩო, უკვე ვიგუდებოდი და ვითიშებოდი ხელის წაჭერით. ამ დრო უკვე შემაგდეს დაკავების მანქანაში, ჩემთვის საერთოდ გაუგებარი იყო რატომ დამიჭირეს," - თქვა სხვიტარიძემ დღევანდელ სხდომაზე.

ოლიგარქის მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დღევანდელი სხდომიდან რამდენიმე ადამიანი გააძევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი