არქიმანდრიტი კირიონის დაკითხვა დასრულდა - პროკურატურამ დავით გარეჯზე ახალი გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიების საფუძველი თავდაცვის სამინისტროში თითქოსდა სრულიად მოულოდნელად აღმოჩენილი რუკები გახდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ კომისიამ აზერბაიჯანთან საზღვარი საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეათანხმა. 

დღეს, 29 სექტემბერს პრკურატურაში რამდენიმესაათაინ დაკითხვაზე იმყოფებოდა არქიმანდრიტი კირიონი, რომელიც გამომძიებლებს გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა. მისი განცხადებით, საქმის მასალებს გრიფით საიდუმლოს სტატუსი მიენიჭა. 

ამდენი წელიწადია ვლაპარაკობ ამ საკითხებზე, მემგონი ჩემგან რაღაც უთქმელი არ დარჩენილა. ყველაფერზე იყო საუბარი. დახურული თემაა, - თქვა არქიმანდრიტმა კირიონმა.

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რაიმე ახალი მიმართულებით საქმე აღძრული, სასულიერო პირმა უპასუხა, რომ "გამოჩნდება".

ამავე თემაზე ცნობილი გახდა, რომ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეულ მონაკვეთს.

უწყება ამბობს, რომ სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიამ შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ გააფორმა, თუმცა განცხადებაში არ არის დაკონკრეტებულ რომელ პერიოდზეა საუბარი.

გამოძიების საფუძვლად კი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროდან,  2020 წლის 17 აგვისტოს მიღებულ ინფორმაციას ასახელებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი