ლიეტუვასა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც გიტანას ნაუსედა X-ზე წერს, სალომე ზურაბიშვილთან საუბარში ღრმა შეშფოთება გამოხადა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო:
"გამოვხატე ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკი ემუქრება. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ.
ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროკავშირის გზაზე. EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება მათი ნების წინააღმდეგ წასვლა და რუსული სვლის გაკეთებაა." წერს ნაუსედა