"ოცნების" მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების მუქარა მიუღებელია" | საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში

გამოქვეყნდა:

"ოცნების" მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების მუქარა მიუღებელია," - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჯამინ ჰადადი X-ზე წერს.

"ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების მუქარა მიუღებელია და შეუთავსებელია ევროპულ პერსპექტივასთან.

დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება უნდა შეწყდეს.

საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს," - წერს ბენჯამინ ჰადადი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი