"მაცნეზე გამოქვეყნდა ყველა ის დრაკონული კანონი, რომელიც "ოცნებამ" წინააღმდეგობის ჩასახშობად მიიღო, ცოტა ხნის წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ საათში ისინი ძალაში შევა" | მენაბდე

გამოქვეყნდა:

"ახლა შევამოწმეთ და საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ყველა ის დრაკონული კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ წინააღმდეგობის ჩასახშობად მიიღო, ცოტა ხნის წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ საათში, ღამის 12 საათზე, ისინი ძალაში შევა. მალე დეტალურად შეგატყობინებთ შეცვლილი წესების შესახებ". 

წერს კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე Facebook-ზე. 

*13 დეკემბერს, "ოცნების" თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც აქციებზე პიროტექნიკის, ლაზერის ქონა, ნიღბების ტარება იკრძალება. მათი გამოყენების შემთხვევაში მომიტინგე დაჯარიმდება

15 დეკემბერს, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება - ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის. უფრო კონკრეტულად, საჯარო დაწესებულებების მენეჯერებისა და მათი მოადგილეებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება, რადგან ისინი აღარ იქნებიან მოხელეები (ავტომატურად ჩაითვლებიან ხელშეკრულებით დასაქმებულებად). 

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი