"ოცნების" თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც აქციებზე პიროტექნიკის, ლაზერის ქონა, ნიღბების ტარება იკრძალება. მათი გამოყენების შემთხვევაში მომიტინგე 2 000 ლარით დაჯარიმდება
პაკეტს ქართული ოცნების 82-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის საკითხების დარეგულირებას.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, რომლის "გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას" ან/და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას, ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.
იხილეთ ასევე: