"თუ ახლა Matsne.gov.ge-ზე შეხვალთ, აღმოაჩენთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა შეკრების თავისუფლების შემზღუდავ ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, რაც 13 დეკემბერს იქნა მიღებული", - წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში.
"ანუ ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაზრდილ სანქციებს, დასჯად ქმედებებსა და დაკავების საფუძვლებს; ნიღბების ბლანკეტურ აკრძალვას; საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებს", - წერს ონიანი.
*13 დეკემბერს, "ოცნების" თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც აქციებზე პიროტექნიკის, ლაზერის ქონა, ნიღბების ტარება იკრძალება. მათი გამოყენების შემთხვევაში მომიტინგე დაჯარიმდება.
15 დეკემბერს, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება - ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის. უფრო კონკრეტულად, საჯარო დაწესებულებების მენეჯერებისა და მათი მოადგილეებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება, რადგან ისინი აღარ იქნებიან მოხელეები (ავტომატურად ჩაითვლებიან ხელშეკრულებით დასაქმებულებად).