ნოემბერში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 71, გაუპატიურების მსხვერპლი კი 4 არასრულწლოვანი გახდა

გამოქვეყნდა:

2024 წლის ნოემბერში ოჯახური ძალადობის ფაქტზე 222 შემთხვევაში დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, დაზარალებულად იქნა ცნობილი 290 პირი, მათ შორის 71 არასრულწლოვანი.  ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშს თანახმად, 2024 წლის ნოემბერში გაუპატიურების ფაქტზე 7 შემთხვევაზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა დაზარალებულად იქნა ცნობილი 6 პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანია. გარყვნილ ქმედების ფაქტზე 3 დაზარალებულია, სამივე არასრულწლოვანი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი