"რუსეთი ჩვენი საერთო მტერია" | საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ემიგრანტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ემიგრანტების აქცია მიმდინარეობს.

მომიტინგეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი: "მარიონეტი და არა პრეზიდენტი", "რუსეთი ჩვენი საერთო მტერია", "ევროპა უდრის მშვიდობასა და თავისუფლებას, რუსეთი უდრის მონობას" და სხვა.

მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

ისინი მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და პარლამენტთან ძირითად აქციას შეუერთდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი