"ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.
"ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას. წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან როლში. საქართველოდან, მოუთმენლად ველოდებით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას" - წერს სალომე ზურაბიშვილი.