"როცა პუტინი 25 წელზე მეტის წინ რუსეთის პრეზიდენტი გახდა, უკრაინის გავლით ევროპისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა ყოველწლიურად 130 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტს შეადგენდა. ეს მონაცემი ახლა ნულია…
ეს მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი მარცხია. რუსეთის მხრიდან ენერგიის იარაღად გამოყენებისა და პარტნიორების ცინიკური შანტაჟის შედეგად, მოსკოვმა ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი დაკარგა."
- წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის გავლით ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტის შეჩერებას ეხმაურება.