მარნეულში ავარიისას დაშავებული მეორე არასრულწლოვანიც დაიღუპა.
არასრულწლოვანებს გზაზე ავტომანქანა დაეჯახათ. ერთ-ერთი, 15 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმე იყო და ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა.
როგორც თვითმხილველი "მთავარი არხის" ვებგვერდს უყვება, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს. მოსახლეობა მის დასჯას ითხოვდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.