ზუგდიდი-მესტიის გზაზე უცხოელი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

გამოქვეყნდა:

სვანეთის სათემო რადიო ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში სამძებრო-დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.  პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს რომელთაც ბრალად ედებათ უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდასხმა.  

არსებული ინფორმაციით სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა, სადაც ადგილობრივების თქმით აღინიშნება სისხლის კვალი. ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში. ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

"მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო - 179-ე ყაჩაღობისა და 236-ე იარაღის უკანონო ტარების.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი