ქობულეთში, ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა.

დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაჭრას წინ 20 წლამდე პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. შემთხვევა 4 იანვარს ღამით მოხდა.

შს სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს ინფორმაცია დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი