გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში 51 წლის კაცი დაჭრეს. დაშავებულს ჭრილობები ორივე ქვედა კიდურის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
დაჭრილი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაშია გადაყვანილი. სადაც მას ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო კვლევა უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე საკუთარ ნათესავთან მოუხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია.