"მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოში. მოუთმენლად ველი, რომ ის იმუშავებს დონალდ ტრამპთან, რათა ეს რეალობად იქცეს!".
- წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე და საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის პოსტს აზიარებს, რომელშიც ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებაზე საუბრობს.